4 წლის ბავშვის ცხედარი სარეცხ მანქანაში იპოვეს - რა ვერსია აქვს გამოძიებას და რას ამბობს ოჯახი (რუსეთი)

გალის მილიცია

ულან-უდეში პოლიციამ ოთხი წლის ბიჭის ცხედარი საკუთარ სახლში, სარეცხ მანქანაში იპოვა. ბავშვი წინა დღით გაუჩინარდა.

მცირეწლოვნის მკვლელობაში შესაძლოა ბავშვის ოჯახი იყოს ეჭვმიტანილი. ამის შესახებ  მედიას ბურიატიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები მკვლელობასთან კავშირს გამორიცხავენ, მათი თქმით, ბავშვი სასეირნოდ წავიდა, მაგრამ არ დაბრუნებულა. ბავშვის ცხედარი სახლის საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ იპოვეს და ახლა ექსპერტებმა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა გაარკვიონ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.