ჩუღურეთში ფრენბურთის შიდა რაიონული ტურნირი გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვ. კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე, რაიონში არსებულ სკოლებს შორის ფრენბურთის ტურნირი გაიმართა.

გოგონებს შორის პირველი ადგილი 30-ე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე 24-ე საჯარო სკოლა გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი კი 150-ე საჯარო სკოლა გახდა. ვაჟებს შორის პირველი ადგილის მფლობელი 150-ე სკოლა გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი 37-ე და 30-ე სკოლებმა დაიკავეს.

გამარჯვებულებს თასი, მედლები და სიგელები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით უთმელიძემ, მოადგილე ანა ლაშხთან ერთად გადასცა.

ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, გამგეობა მსგავსი სახის ღონისძიებებს მომავალშიც გეგმავს.

გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ფრენბურთის ჩემპიონატში.