ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ ახალი შემეცნებითი პროექტი „გაიცანი შენი რაიონი“ დაიწყო

ჩუღურეთის რაიონის გამგეობა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ ახალი შემეცნებითი პროექტი „გაიცანი შენი რაიონი“ დაიწყო. პროექტის თანახმად, ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩუღურეთში არსებულ ისტორიული შენობებს, კულტურულ ძეგლებს, მუზეუმებსა და თეატრებს დაათვალიერებენ და ღირსშესანიშნავი ადგილების ისტორიას გიდებისგან მოისმენენ.

აღნიშნული ღონისძიებას, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით უთმელიძე, 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მოადგილესთან და კულტურის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან კარგი შემეცნებითი პროექტი, რომლის დახმარებითაც რაიონში მცხოვრებ მომავალ თაობას გავაცნობთ ჩუღურეთის ისტორიას. პირველი ღონისძიება, მუზეუმის საერთაშორისო დღეს დავამთხვიეთ და ახლად რეაბილიტირებული ჯავახიშვილის N7-ში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მოვინახულეთ, რომელსაც 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ბავშვები.“-განაცხადა დავით უთმელიძემ.პროექტს „გაიცანი შენი რაიონი“ პერმანენტული სახე მიეცემა და მთელ ჩუღურეთს მოიცავს.