ჩუღურეთის რაიონში სამგზავრო ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონის გამგეობა

ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის ქ.57-ში სამგზავრო ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ მისამართზე 50 ოჯახი ცხოვრობს. ლიფტების რეაბილიტაციის პროცესს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით უთმელიძე, რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სამუშაოებს, ჩუთურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 51.000 ლარია