პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს

აქცია

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე სამართალდამცველებმა, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მისი გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა და ვითარება დაიძაბა.

აქციის მონაწილეები იმ სცენაზე ასვლას ითხოვდნენ, რომელიც პარლამენტთან "ქართული ოცნების" ორგანიზებით, 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებითაა დამონტაჟებული.

დაპირისპირებას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.

ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც.

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.