1774810263
„ვფიქრობ, კვლავ სამმცველიან ტაქტიკას დავუბრუნდებით“ - სანიოლი ლიეტუვასთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრებმა მარტში მეორე ამხანაგური შეხვედრა სტუმრად, ლიეტუვას ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა სანიოლმა:
„ვფიქრობ, მარტში რამდენიმე კარგი რამ ვაჩვენეთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ კიდევ უნდა გავუმჯობესდეთ. თუ გვინდა, რომ შემოდგომაზე ერთა ლიგაზე კარგად გამოვიდეთ, უკეთესები უნდა ვიყოთ. თუმცა, ამხანაგური მატჩები სწორედ ამისთვისაა — რომ გაზარდო შენი შესაძლებლობები შეტევაში, დაცვასა და გუნდურ თამაშში.
მაგალითად, დღეს, მეორე ტაიმში ძალიან მომეწონა ხვიჩას თამაში, რადგან ის ნამდვილად კაპიტანივით მოქმედებდა. ის ნამდვილი ლიდერი იყო და ვფიქრობ, მისი ასეთი მეორე ტაიმით ყველამ იხეირა. ძალიან პოზიტიურია, როდესაც ხვიჩა, მიქაუტაძე და კიდევ ის ფეხბურთელები, რომლებიც დასავლეთ ევროპის საკმაოდ დიდ კლუბებში თამაშობენ, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მოედანზე ლიდერობა ითავონ და გუნდი გააერთიანონ. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფერო კარგია და მათ სურთ, რომ ერთ გუნდად იმუშაონ...“





