1774810263
"რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა ..." - მძიმე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი გურჯაანის მკვიდრი, ალიკა პეტრიაშვილია. 45 წლის პეტრიაშვილი საკუთარი ავტომანქანით, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ავარიის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, მხრის ამოვარდნა დაუფიქსირდა და გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ექიმების ჩარევის შემდეგ, სახლში გაწერეს.
მეორე, 28 წლის მამაკაცი კი თავის ტვინის შერყევით, საავადმყოფოში რჩება. ექიმების განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, სოფელ ახაშენში, სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ ფაცხებთან მოხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.










