1774810263
ცხოვრებაძის 100-პროცენტიანი შედეგი - ზაგრების საჩემპიონო ბრძოლა
ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, ხორვატიის წლევანდელი სახელბურთო ჩემპიონატი „ზაგრებისთვის“ წარმატებულად მიმდინარეობს და დედაქალაქის კლუბი სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. საჩემპიონო ჯგუფის მეექვსე ტურში ზაგრებელები „დუგო სელოს“ დაუპირისპირდნენ და მოწინააღმდეგე 11-ბურთიანი სხვაობით, 40:29 დაამარცხეს, რითაც რიგით 33-ე საჩემპიონო ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ „ზაგრების“ გამარჯვებაში ლომის წილი გიორგი ცხოვრებაძეს მიუძღვის - 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ათი დარტყმიდან ათივე გოლად აქცია და პლუს ამას თანაგუნდელებს ასისტენტობა 8 შემთხვევაში გაუწია, რის შემდეგაც თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ გიორგის სახელბურთო ორმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.











