1774682833
„შიშის მომენტი ბევრჯერ მქონია, მაგრამ...“ - თოფურიას გულწრფელი ინტერვიუ
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Youtube-არხ Charlas Adictivas-სთან სტუმრობისას განვლილ კარიერაზე, ცხოვრებისეულ სირთულეებსა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
ილია თოფურიას ინტერვიუ:
„სიმართლე გითხრათ, თავს დალოცვილად ვგრძნობ. მადლიერი ვარ იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც ახლა ვარ და ყველა იმ გამოცდილებისთვის, რომლის გამოვლაც მიწევს. მართალია, ამ ყველაფერს წინასწარ წარმოვიდგენდი ხოლმე — ხშირად მეკითხებიან კიდეც, თუ გქონდა ეს წარმოდგენილიო — მაგრამ ასეთ სიღრმეებს ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი; ვერც იმას, რომ ამ ყველაფერს ასე დეტალურად განვიცდიდი...“











