თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
სლოვაკეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ვისაუბროთ ორმხრივი ურთიერთობების თემატიკაზე. ასევე, ვისაუბროთ იმ უსამართლო მიდგომაზე, რომელიც ევროკავშირის ბიუროკრატებს, ბრიუსელს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. თქვენ იცით, რომ სლოვაკეთი ყოველთვის გამოდის ამ უსამართლო მიდგომის წინააღმდეგ.
ჩვენ ასევე საშუალება გვექნება, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც სლოვაკეთს შეექმნა რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე და რომელიც საქართველოს შეექმნა რუსეთ-უკრაინის ომიდან და მათ შორის, ოკუპაციიდან გამომდინარე. ჩვენ მათ ამ ინფორმაციას მივაწვდით.
გვექნება საშუალება, რომ ერთმანეთს გავუცვალოთ მოსაზრებები ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტზე და რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი როგორც ევროკავშირზე, ასევე შავი ზღვის რეგიონზე მთლიანად“, - განაცხადა სამხარაძემ.
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. იგი ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.