დაპირისპირება კახეთში - ნაცემი კაცის მდგომარეობა მძიმეა

ამერიკის პოლიცია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში 45 წლის მამაკაცი სასტიკად სცემეს - ნაცემი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმების განმარტებით, მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით, თავის არეში აქვს მიყენებული.

„პაციენტი შემოიყვანა 112-ის ჯგუფმა, მდგომარეობა მძიმეა, აღენიშნება თავის ტვინის დაზიანება და რეანიმაციულ განყოფილებაში, დაცვითი ნარკოზის ქვეშ, მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, - განმარტეს საავადმყოფოში.

დაპირისპირება სოფელ ბუშეტში, თანასოფლელებს შორის გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კონფლიქტი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის მოხდა.

დაპირისპირება, სავარაუდოდ, წარსულში არსებულ პირად უთანხმოებას უკავშირდება.

ცემაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.