1775074272
„ფანჯრის რაფასთან დადეთ ქვები, თილისმები, წყალი...“ - ეზოთერიკოსის რჩევა სავსემთვარეობისთვის
2 აპრილს სავსე მთვარის ფაზა დგება. ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ დღევანდელი ღამე ენერგეტიკულად ძლიერი პერიოდია.
„დღეს ღამე რომ დაბნელდება შეგვიძლია ფანჯრის რაფაზე ან ღია ცის ქვეშ დავდოთ თილისმები, ქვები ან ნივთები რისი დამუხტვაც გვინდა. შეიძლება მთვარე არ ჩანდეს მაგრამ მაინც, რადგან მთვარეს დიდი ენერგია აქვს. შეგვიძლია ასევე დავმუხტოთ წყალი, რომელიც სამკურნალო თვისებებს იძენს.
სავსემთვარეობას პატრონაჟს უწევს პლანეტა ვენერა, ვინ სასწორის და ვერძის ნიშნის შუა პერიოდში არიან დაბადებულნი უფრო საყურადღებო პერიოდია“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.











