„მე რომ ოჯახი შემექმნა, არც ბედნიერი ვიქნებოდი და ვერც ვერავის ვერ გავაბედნიერებდი…“ – გურამ ბაღდოშვილი

გურამ ბაღდოშვილი

ცნობილი შეფი ფიქრობს, რომ ოჯახი რომ შეექმნა ბედნიერი ვერ იქნებოდა. ამის შესახებ მან ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას განაცხადა.

ბაღდოშვილის თქმით მის ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება გაჩნდებოდა:

„მე რომ ოჯახი შემექმნა, ზუსტად ვიცი, რომ არც ბედნიერი ვიქნებოდი და ვერც ვერავის ვერ გავაბედნიერებდი. ვერ მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე. ზუსტად ვიცი იმიტომ, რომ ბევრი დაბრკოლება გაჩნდებოდა, ბევრი უთანხმოება, ბევრი კითხვა. როცა მიჩვეული ხარ მარტოობას… კითხვა არ არის სად როდის, რომელზე, ეს მინდა, ის მინდა, ეს მომიტანე… დაუსრულებელი. როგორ და რანაირად იქნებოდა არ ვიცი. ეს ჩვევა არის, მე ალბათ მივეჩვიე ვიყო მგელიც, მდინარეც არწივიც“, – ამბობს ბაღდოშვილი.