„სავარჯიშოდ 30 ფეხბურთელი მიჰყავდა და უკან 15 ბრუნდებოდა“ - ყენია მაგათის მეთოდებს იხსენებს

ყენია

საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, ლევან ყენიამ Crystalsport-ის Youtube-არხზე, პროექტ „მეფესავით პოდკასტი“-ში სტუმრობისას „შალკეში“ ფელიქს მაგათთან ყოფნის პერიოდი გაიხსენა და გერმანელი მწვრთნელის სამწვრთნელო მეთოდებზე ისაუბრა.  

რას ამბობს ყენია:

„ფელიქს მაგათი? ერთხელ, 2008 წელი იყო, კიბეებზე გვავარჯიშებდა. ავდიოდით და ჩავდიოდით დაუსრულებლად, სანამ ბოდიში და „გული არ აგერეოდა“. 30, თუ 35 ფეხბურთელი ჰყავდა და ვინც გადარჩებოდა, ასე რომ ვთქვათ - ის ითამაშებდა. ვინც გადარჩებოდა, იმ წელს მართლა სასწაული ფიტნესი ჰქონდა. მეც, შეკრება რომ გავიარე, პირველი ორი თვის განმავლობაში შემეძლო, რომ თამაშის შემდეგ, კიდევ ერთი მატჩი მეთამაშა. უბრალოდ, ამდენ დატვირთვას ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და ყველაზე სუსტი წერტილი სადაც მქონდა, კონკრეტულად - კოჭი მიბრუნდებოდა-ხოლმე, იქ დამაწვა. შემდეგ დაღლილზე კონცენტრაცია იკლებდა, ისეთი სწრაფი აღარ ვიყავი, ვარჯიშზე ცუდად ჩამყვა და ბოლო წვეთი ეგ იყო. იყო შემთხვევები, როდესაც ტყეში სარბენად 30 კაცი გავდიოდით და უკან 15 კაცი ბრუნდებოდა...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე