საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ჰყავს | კასანო კვარაზე

კასანო კვარა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ Viva el Futbol Official-ის მორიგ „ლაივში'' იტალიის ეროვნული ნაკრების წარუმატებლობაზე ისაუბრა. ადანის შეფასება საკმაოდ კრიტიკული იყო. საინტერესოა, რომ მილანის ინტერის ყოფილმა მცველმა საქართველო ახსენა და აღნიშნა, რომ დღეს კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია.

ადანი: „გრანდების დონეზე ვერ ვართ? არადა, სწორედ მათ უნდა ვუთანაბრდებოდეთ. ჩვენი ადგილი გერმანიის, ინგლისის, ესპანეთის, საფრანგეთისა და არგენტინის გვერდით უნდა იყოს. ჩვენ არა მხოლოდ ამ სიის მიღმა ვართ... გახსოვთ ძველი დრო, დისკოთეკებზე სიაში რომ გვამატებდნენ? ფეხბურთელები რომ ვიყავით, უკანა შესასვლელიდან პირდაპირ „პრივეში“ რომ შევყავდით? ბავშვობაში სულ იმის იმედი გქონდა, რომ სიაში მოხვდებოდი. ჩვენ ახლა სიაში კი არ ვართ, არამედ იმ მაგიდებთანაც კი აღარ გვიშვებენ, კლუბის გარეთ რომ დგას და იქიდან საცეკვაო მოედანიც კი არ ჩანს. ჩვენ საერთოდ ყველანაირი სიის მიღმა დავრჩით.

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე