რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ჩვენებას აძლევს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. სხდომაზე იყო ხმაური. მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პროცესზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდა, რასაც საპასუხო რეპლიკა მოყვა.
"ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს და ვერც მოღალატეს ვერ დამიძახებს," - აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
ქეთი დოლიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1775423811