რატომ ვხედავთ მთვარეს ზოგჯერ დღისით

მთვარე

ღამით ცაზე მთვარის დანახვა არავის უკვირს, თუმცა დედამიწის თანამგზავრის დღისით გამოჩენა ბევრ ადამიანში დღემდე  გაოცებას იწვევს.

როგორც მეცნიერების ამბობენ,  ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზი აქვს.

მათივე თქმით,  დღისით მთვარის იშვიათი გამოჩენა დედამიწის ატმოსფეროსა და ორბიტალური ციკლის ცვლას უკავშირდება.  ჩვენს პლანეტას ატმოსფერო რომ არ ჰქონოდა მთვარე დედამიწიდან ყოველთვის ხილული იქნებოდა. თუმცა, აზოტი და ჟანგბადი სინათლეს მთლიანად შთანთქავს და ცას ლურჯ შეფერილობას აძლევს. იმისათვის, რომ დღისით ხილული იყოს, მთვარემ მზის სინათლე დიდი რაოდენობით უნდა აირეკლოს და ცის ფერის სიმკვეთრეს აჯობოს - რაც ხშირად ვერ ხდება.

დღის შუქზე დედამიწის თანამგზავრის ხილვადობაზე გავლენას ახდენს  ასევე  ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სეზონები, მთვარის მიმდინარე ფაზა და რამდენად სუფთაა ცა მოცემულ დღეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთვარე დღის შუქზე, საშუალოდ, თვეში 25 დღის განმავლობაში ჩანს. დანარჩენი ხუთი დღე  ახალმთვარეობისა და სავსე მთვარეობის პერიოდს მოიცავს. მარტივი სიტყვეახალი მთვარის ფაზასთან მიახლოებისას, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი მზესთან ძალიან ახლოსაა და არ ჩანს. სავსემთვარეობისას კი ის მხოლოდ ღამით ჩანს, რადგან მთვარე "ამოდის მზის ჩასვლისას და ჩადის მზის ამოსვლისას".