ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება.
ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილებისუფლება ეძლევათ.
ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქი ბრძანებს: როგორც წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა”.
წელს ხარება, 7 აპრილი, ვნების შვიდეულის სამშაბათია. ამიტომ მრევლს აინტერესებს, არის თუ არა ხსნილი თევზით ეს დღე.
მოძღვრის განმარტებით, ეს დღე თევზით ხსნილია, რადგან დღესასწაული აღმატებულია მარხვაზე.