რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
ვილი სანიოლმა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ფრანგი სპეციალისტის მაგივრად ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე ჩაიბარებს, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა. ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
მთავარი მწვრთნელის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში გუშინდელი თამაშის შემდეგ დადგა - საქართველოს ეროვნულმა გუნდმა „დინამო არენაზე“ უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიელებთან 0:1 წააგო, რის გამოც სანიოლს წილად უდიდესი კრიტიკა შეხვდა. რაც შეეხება სვანაძეს, მას დღეს ახალგაზრდული ნაკრები სათამაშოდ ბერძნებთან უნდა გაეყვანა, თუმცა მის ნაცვლად ამ თანამდებობას რამაზის ასისტენტი გიორგი ადამია ჩაიბარებს.
განაგრძე კითხვა
https://www.crystalsport.ge/news/88280-sanioli-gaushves---nakrebs-svanadze-chaibarebs