სანაკრებო კარიერა დაასრულეს - ვეტერანი ბორჯღალოსნების გაცილება

თოდუა მამუკაშვილი

საქართველო-რუმინეთის რაგბი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალი არამხოლოდ მატჩის მიმდინარეობისას, არამედ შესვენების დროსაც საინტერესო მოვლენებით დატვირთული გამოდგა. სანამ მეორე ნახევარი დაიწყებოდა, მოქმედმა ბორჯღალოსნებმა და გულშემატკივრებმა ეროვნული გუნდიდან ვეტერანი მორაგბეები, 38 წლის ალექსანდრე თოდუა და 35 წლის შალვა მამუკაშვილი გააცილეს.  

თოდუამ კარიერა „ლელოში“ დაიწყო, რის შემდეგაც ორი წლის განმავლობაში საფრანგეთის PRO D2-ის კლუბ „ალბიში“ ასპარეზობდა. მალევე სამშობლოში დაბრუნდა და ჯერ ისევ მშობლიურ გუნდს მიაშურა, ხოლო 2018 წლიდან „ბათუმში“ გადავიდა. 2021 წელს თოდუა უკვე „შავ ლომს“ შეუერთდა, ახლა კი საკლუბო დონეზე „წიქარას“ ღირსებას იცავს. რაც შეეხება მის სანაკრებო სტატისტიკას, ალექსანდრეს დებიუტი 2008 წელს ჩეხეთთან (22:3) მოგებულ მატჩში შედგა. მას შემდეგ ბორჯღალოსნების ღირსება ოთხ მსოფლიოს თასზე დაიცვა და 122 მატჩში 20 ლელო დადო. სხვათა შორის, ჩატარებული სანაკრებო თამაშების რაოდენობით თოდუა დავით კაჭარავასთან ერთად ყველა დროის თანარეკორდსმენია.

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე