„თავის ტვინს შეიძლება წამიერი „გათიშვები“ დაეწყოს - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
1773164770
UFC 326-ის მიმდინარეობისას გამოცხადდა ბრძოლები, რომლებსაც „თეთრ სახლში“ გასამართ UFC Freedom 250-ზე ვიხილავთ. ღონისძიებაზე სულ 6 ჩხუბია ჩანიშნული და მისი მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო დაპირისპირებაა.
პარასკევს UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ჩხუბი, რომელიც „თეთრ სახლში“ უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. უაითის განცხადებას სპეკულაციები მოჰყვა და რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზემოთ ხსენებული ჩაშლილი ორთაბრძოლა ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიას შორის უნდა ყოფილიყო.
გამთენიისას, Zuffa Boxing 4-ის შემდგომ პრესკონფერენციაზე უაითს ამ თემაზე შეკითხვა დაუსვეს. დენამ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ თოფურიასა და მახაჩევის ორთაბრძოლა არ განიხილებოდა.
„ეს სიმართლე არ არის. მახაჩევისა და თოფურიას ორთაბრძოლა საერთოდ არ ყოფილა დაგეგმილი. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომელი ჩხუბებია ჩანიშნული და რომელ ორთაბრძოლებს ვიხილავთ. უკვე გითხარით, რომ ჩაშლილი ბრძოლის გარშემო ძალიან უცნაური გარემოებები იყო...“