ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს
1786219080
უსმან ნურმაგოდოვმა PFL-ში გამართული ბოლო ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა და ახლა UFC-ში ხმაურიანად აპირებს მისვლას, სადაც მსუბუქ წონით დივიზიონში იბრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ახალი წევრი იქნება, დაღესტნელის გარემოცვა თვლის, რომ ხაბიბის ნათესავმა პირველივე ჩხუბი TOP 15-ის წარმომადგენელთან უნდა ჩაატაროს.
უსმანის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა კი რამდენჯერმე ახსენა ილია თოფურია და თამამად განაცხადა, რომ ნურმაგომედოვი „ელ მატადორს“ ნოკაუტით დაამარცხებს. ქართველის ბანაკიდან საპასუხო კომენტარი რამდენიმე საათის წინ გავრცელდა და ილიას მენეჯერმა მალკი კავიმ უსმანის წარმომადგენელს საკადრისი პასუხი გასცა.