ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100%-ით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.
პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელებმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ.
შემდეგ კი უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.