13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

დახმარების პოსტი

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოზარდს მარჯვენა ფილტვის მძიმე ნეკროზული პნევმონია დაუდგინდა, რის გამოც თურქეთის კლინიკაში გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობის პირველი ეტაპისთვის 70 000 დოლარია საჭირო, რისი დაფარვის შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.

„მეგობრებო, ძალიან მიჭირს ამ პოსტის დაწერა, მაგრამ დღეს თქვენი დახმარება მჭირდება…
ჩემი ძმისშვილი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობას საჭიროებს თურქეთის კლინიკაში.
მას დაუდასტურდა მარჯვენა ფილტვის მძიმე ნეკროზული პნევმონია, ინფექციამ დააზიანა ფილტვის ქსოვილი, ასევე ბრონხები, საგრძნობლად გაზრდილია ლიმფური ჯირკვლები და ბევრი არასასურველი ცვლილებებია ორგანიზმში, რაც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას და შემდგომ ლაბორატორიულ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს, მათ შორის ბიოფსიას და ბიოქიმიას.

მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები ძალიან სოლიდურია, პირველი ეტაპისთვის 70000 დოლარი ჯდება, რასაც ჩვენი ოჯახი ვერ შესწვდება… როგორც ოჯახის წევრი, ყველაზე მეტად ის მაფრთხობს, რომ ფინანსური შესაძლებლობების გამო ბავშვს საჭირო მკურნალობა არ შეეზღუდოს.
ამიტომ გადავწყვიტე, დახმარება თქვენთვის მეთხოვა.

ნებისმიერი თანხა, თუნდაც მცირე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ფინანსურად დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, უბრალოდ გააზიაროთ ეს პოსტი - შესაძლოა, თქვენმა ერთმა გაზიარებამ ის ადამიანი მიიყვანოს ჩვენამდე, ვისაც დახმარება შეუძლია.

ყველა შემოსული თანხა მოხმარდება მის მკურნალობასა და საჭირო სამედიცინო ხარჯებს.
გთხოვთ, არ დაგვტოვოთ მარტო ამ რთულ გზაზე.

თქვენი დახმარება ჩვენთვის მხოლოდ თანხა არ არის - ეს არის იმედი, რომ ბავშვს საჭირო მკურნალობისთვის ბრძოლაში გვერდით ადამიანები ეყოლება.

დახმარების დეტალები:

ანგარიშის ნომრები: 
საქართველოს ბანკი
#GE69BG0000000100954743
მიმღები: დედა ია ბურჭულაძე

თიბისი ბანკი
GE13TB7840545063300003

მიმღები: დედა ია ბურჭულაძე.

წინასწარ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს“.