გაფრთხილება სკოლებიდან იმ მშობლებს, რომელთა შვილების კლასებშიც ფორმა ჯერ არ არის
1790112630
კახეთში არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოიტანა.
გამოძიების მტკიცებით, კახეთის ერთ- ერთ მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული ბრალდებული არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობითა და მისი უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი დაზარალებული გააუპატიურა.
პროკურატურამ მას ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გაუპატიურების ფაქტებზე წარუდგინა.
დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მანამდე, ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ 15 წლის გოგონა ტაქსის მძღოლმა სოფლის სასაფლაოზე წაიყვანა.
რის შემდეგაც გაირკვა, რომ მოზარდზე სექსუალურად ძალადობდა. საქმეზე მოწმეები გამოიკითხნენ, არასრულწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა.