ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი „JJB“ რესტორნის მფლობელი და შეფმზარეული ნამიგ გოჯაევია.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.