„გოლით პსჟ-ს კომფორტული მდგომარეობა შეუქმნა“ - ფრანგული პრესა ხვიჩაზე

კვარაცხელიაა

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია - ლუის ენრიკეს გუნდმა ორმატჩიანი დაპირისპირების ფარგლებში „მონაკო“ 5:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

საპასუხო მატჩში (2:2) პარიზელთა ერთ-ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ფრანგულმა პრესამ კი ქართველი ფეხბურთელის თამაში ასე შეაფასა:  

Maxifoot: მონაკოს მცველ ვოუტ ფაესს პრობლემებს უქმნიდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში პირველ ტაიმში რეალური ხიფათი ვერ შექმნა. მეორე ტაიმში საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ანგარიში 2:1 გახადა, რითაც პსჟ-ს კომფორტული მდგომარეობა შეუქმნა.

FootMercato: პარიზელთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე ქართველი წარმატებას ვერ აღწევდა, თუმცა დიდი წვლილი შეჰქონდა პსჟ-ს დაბალანსებულ თამაშში და პროდუქტიული იყო დაცვაში.

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე