გოლი, არჩათვლილი გოლი და საგოლე მომენტი - ბუდუმ სეზონი შედეგიანად დაიწყო

ბუდუ

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშება შედეგიანად დაიწყო. პირველ ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ სტადიონზე „ოსნაბრიუკი“ დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში 4:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების 32 წლის ფორვარდი მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც საჯარიმოში კარგად გაიხსნა და მარსელ კოსტლის პასის შემდეგ სტუმართა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

განაგრძე კითხვა