„ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი ჯგუფია“ - უკრაინაში ერთა ლიგაზე ისაუბრეს

უკრაინელები

კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, არტიომ მილევსკიმ ერთა ლიგის მომავალ სეზონზე და ჯგუფში უკრაინის ნაკრების შანსებზე ისაუბრა.

რას ამბობს მილევსკი:

„ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი ჯგუფია. ქართველებს ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ყველა კარგად იცნობს. უნგრელები უხერხული მეტოქეები არიან, არც ირლანდიელებთან იქნება იოლი. მოკლედ, რთული ბრძოლა გველის. ისეთი სიტუაციაა, რომ შეიძლება ჯგუფი მოვიგოთ, ან სულაც ბოლო ადგილზე გავიდეთ...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე