„ამ შანსს ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს“ - ფრიდელმა მამარდაშვილზე ისაუბრა

ფრიდელი

ვეტერანმა ამერიკელმა მეკარემ, ბრედ ფრიდელმა, რომელიც სხვადასხვა წლებში „ლივერპულში“, „ტოტენჰემსა“ და კიდევ რამდენიმე ინგლისურ კლუბში თამაშობდა, „ლივერპულის“ ფან-გვერდ readliverpoolfc-სთან ინტერვიუს დროს გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა და მერსისაიდულ გუნდში მისი შანსები განიხილა.  

ჟურნალისტი - „გიორგი მამარდაშვილი უდიდესი ტალანტია, მაგრამ არის თუ არა ის ნამდვილად მზად ახლავე გაუმკლავდეს ლივერპულის პირველი მეკარეობის წნეხს?“  

ფრიდელი - „რთულია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადგან ისეთი გამორჩეული მეკარის შემცვლელი უნდა გახდე, როგორიც ალისონია. ალისონისნაირი მეკარეები ხშირად არ ჩნდებიან და ის წლების განმავლობაში ლივერპულის წარმატების ისეთი საკვანძო ნაწილი იყო, რომ მისი სათანადოდ შეცვლა ძალიან რთული ამოცანა იქნება. მაგრამ მამარდაშვილი დამოუკიდებელი ფიგურაა, ამიტომ საკუთარი თავის ერთგული უნდა დარჩეს და ლივერპულში თავისი კარიერა უნდა შექმნას...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე