1733169705
როგორია კორონავირუსის ბოლო ერთი თვის მონაცემები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მონაცემებს აქვეყნებს.
ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 189 პაციენტი, გარდაიცვალა 20 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 11 582 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 065 ადამიანი, გარდაიცვალა ხუთი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 16 პროცენტი.
„8 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყანაში ვირუსის 9 206 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 989 ადამიანი, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 15 პროცენტი.
15 სექტემბრიდან 21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 7 664 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 989 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 12 პროცენტი.
22 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, დადასტურდა 5 755 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 223 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 10 პროცენტი.
29 სექტემბრიდან 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 512 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 923 ადამიანი, გარდაიცვალა ორი პაციენტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 8 პროცენტი“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.