ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს აქვს ორჯერადი აცრა გაკეთებული, შემდეგ ბუსტერი და მას დაემართა თუნდაც „ომიკრონი“, ბათილდება თუ არა გაკეთებული ვაქცინები - კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე პასუხობს.
„რას ბრძანებთ, რას ჰქვია ბათილდება? ბათილდება კი არა, იმუნიტეტი მატულობს ამ დროს. რა ბათილდება, რის ბათილდება”, – განაცხადა იმნაძემ გადაცემაში “ჩაი“.
ცნობისთვის, ამავე გადაცემაში ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ვირუსი შეხვდა, მანამდე გაკეთებული ყველა ვაქცინა ბათილდება და საჭიროა კიდევ სამი აცრა.