ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - მოძღვრის მოსაზრება
1779824841
ადამიანებს ცვლილებების ხშირად ეშინიათ, რადგან სიახლე ყოველთვის გაურკვევლობას შეიცავს და, შესაბამისად, შესაძლოა, საფრთხესთან ასოცირდებოდეს. ასეთი მიდგომა გასაგებია, თუმცა ბედისწერა, სამწუხაროდ, ყოველთვის ერთი და იმავე, ნაცნობი სცენარით ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს.
ასტროლოგების თქმით, 2026 წლის ივნისი ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნის ცხოვრებას სრულიად თავდაყირა დააყენებს. თავდაპირველად ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნების წარმომადგენლები მიმდინარე მოვლენებით აღფრთოვანებული ნაკლებად იქნებიან. თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც მათ წინაშე ახალი პერსპექტივები გამოიკვეთება. ძირითადი ცვლილებები 2026 წლის 29 ივნისამდე მოხდება, რადგან ამის შემდეგ რეტროგრადული მერკური გველოდება.
კურო
კუროები, შედეგის მიღების სურვილით, თითქმის ყოველთვის ძალების უკიდურესი დაძაბვით მუშაობენ. 2026 წლის ივნისმა კი, როგორც ჩანს, ამ ნიშნის ენთუზიაზმის საკმაოდ რადიკალური მეთოდებით განელება გადაწყვიტა.უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ემოციური გადაწვა და გადაღლილობა, რომლებიც დიდი ხანია, თქვენი თანამგზავრია, თავს კვლავ შეგახსენებთ. ერთ დღესაც გაციებულს გაღვიძება ნამდვილად არ გესიამოვნებათ, რის გამოც მნიშვნელოვანი გეგმების გაუქმება და გადაუდებელი საქმეების გვერდზე გადადება მოგიწევთ. მიუხედავად ამისა, ეს იძულებითი პაუზა აუცილებელი იქნება, რათა საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას საბოლოოდ გადახედოთ.
მოვიდა დრო, გააცნობიეროთ, რომ საკუთარი თავი ნებისმიერ მდგომარეობაში უნდა გიყვარდეთ. 2026 წლის ივნისი საკუთარი თავის განებივრებას გაიძულებთ, რადგან ამის მწვავე აუცილებლობა დადგება. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ცხოვრების, სამსახურისა და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულებას სრულად შეცვლით, რაც უკეთესობისკენ გარდაუვალ ცვლილებებს გამოიწვევს.
ამ პროცესზე დიდ გავლენას მოახდენს ქირონი, რომელიც კუროს ნიშანში 2026 წლის 19 ივნისს შევა. სწორედ ის წარმოაჩენს იმ სულიერი და ფიზიკური განკურნების აუცილებლობას, რაზედაც აქამდე უარს აგრესიულად ამბობდით.
თხის რქა
თხის რქებს სერიოზული ცვლილებები პროფესიულ ასპარეზზე ელის. მიწის ეს ნიშანი დიდხანს და თავდაუზოგავად შრომობდა, თუმცა მის ძალისხმევას ვერავინ ამჩნევდა. 2026 წლის ივნისი იქნება დრო, როდესაც ყველაფერი შეიცვლება და რაც მთავარია, უკეთესობისკენ... იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ცვლილებებს თავიდან სხვანაირად აღიქვამთ.
თხის რქები შესაძლოა, ცდილობდნენ რაიმე ისეთი რთული ამოცანის გადაჭრას, რომელიც მათ არანაირად არ ემორჩილებოდა. ზაფხულის პირველი თვე ყველაფერს თავის ადგილს საბოლოოდ მიუჩენს: მათი მცდელობები ან სასურველ შედეგს გამოიღებს, ან წერტილს დაუსვამს იმ ხანგრძლივ ისტორიას, რომელსაც მთელ თავისუფალ დროს ასე თავგანწირვით უთმობდნენ.
თუ მოვლენები მეორე სცენარით განვითარდება, ნიშნის წარმომადგენლები შესაძლოა აპათიაში ჩავარდნენ, თუმცა ეს ამად არ ღირს. ნებისმიერი მარცხი საბოლოოდ წარმატებამდე მიგიყვანთ, თქვენი შრომა კი აუცილებლად ღირსეულად დაფასდება. გამორიცხული არ არის, რომ თხის რქებს სამსახურის შეცვლა და მთელი ცხოვრების სრულად გარდაქმნა მოუწიოთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მოწესრიგდება. ვარსკვლავებმა იციან, სად არის თქვენი ნამდვილი ადგილი და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ იქ აღმოჩნდეთ...ვრცლად