ისრაელი აძლიერებს ოპერაციებს ლიბანში, ცდილობს სტრატეგიულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი ლიბანში სტრატეგიულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი აძლიერებს ოპერაციებს ლიბანში.

როგორც ნეთანიაჰუმ განმარტა, ისრაელის სამხედრო ძალები ადგილზე „დიდი ძალებით“ მოქმედებენ და მიზნად ისახავენ „სტრატეგიული ტერიტორიების“ დაკავებას.

მანამდე, როგორც ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში, ე.წ. ყვითელი ხაზის მიღმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.