ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია
1746288429
2025 წლის მაისში არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველის. 10 მაისიდან კუროს ნიშანში პლანეტა მერკური გადავა, რაც კომუნიკაციას შეაფერხებს. 12 მაისს მორიელის ნიშანში სავსე მთვარე ემოციური ფონის მომატებას გვპირდება. 24 მაისს კი ვერძის ნიშანში მყოფი პლანეტა სატურნი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დროა, რაღაცები საბოლოოდ გადავწყვიტოთ და დავალაგოთ. ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის წარმომადგენლებს კი 2025 წლის მაისში მნიშვნელოვანი გამოწვევები ელოდება:
თხის რქა
მაისი თქვენთვის საკმაოდ მშვიდად დაიწყება, თუმცა თვის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით, 24 მაისიდან, როდესაც სატურნი ვერძის ნიშანში გადავა, ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობას იგრძნობთ და შესაძლოა, გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდეთ, კომუნიკაცია გაგირთულდეთ და გეგმების შესრულება ვეღარ შეძლოთ. თუმცა, თხის რქა მარტივად დანებებას მიჩვეული არ არის და ეს დაბრკოლებებიც მორიგი გაკვეთილი იქნება. პარალელურად, გახსოვდეთ იქ, სადაც ჯობს, რომ დახმარება ითხოვოთ, შანსი გამოიყენეთ და პრობლემები შეიმსუბუქეთ.
მშვილდოსანი
4 მაისიდან შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები შეგხვდეთ. რეტროგრადული პლუტონის გავლენით ემოციურ არასტაბილურობას იგრძნობთ, შესაძლოა, ხშირად დაკარგოთ განწყობა და საქმეების ბოლომდე დასრულება ვეღარ შეძლოთ. თუმცა, ამავე პერიოდში, ეს დრო თქვენი დიპლომატიური უნარების გასაუმჯობესებლად შესანიშნავია. 12 მაისს სავსე მთვარემ შესაძლოა ძველი წყენა გააღვივოს. ამიტომ, ფრთხილად იყავით, დააკვირდით თითოეულ სიტყვას, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და ხშირად განიტვირთეთ.
მორიელი
მაისის დასაწყისში შესაძლოა, თვითშეფასებასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ და იფიქროთ, რომ რასაც აკეთებთ, აღარაფერი გამოგდით კარგად. ასევე, ურთიერთობების კუთხითაც, ზოგჯერ შესაძლოა, იფიქროთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა, ზოგჯერ კი სიტუაცია უიმედოდ მოგეჩვენოთ. ემოციური არასტაბილურობა შეგაწუხებთ. მაგრამ, 10 მაისიდან მერკური საჭირო სიტყვების პოვნაში დაგეხმარებათ. 26 მაისის ახალი მთვარე კი განახლებულ ენერგიასა და მოტივაციას მოგიტანთ... ვრცლად
ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია
1746288429