მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს
1795636575
ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზით, 25 ნოემბერს მზისა და პლუტონის ჰარმონიული ასპექტი ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
„დღეს, 25 ნოემბერს, თბილისის დროით 21:24 საათზე, მზე (მშვილდოსანში) და პლუტონი (მერწყულში) ზუსტ ჰარმონიულ ასპექტს ქმნიან. გუშინდელი დაძაბული სავსემთვარეობის შემდეგ ეს ასპექტი კარგი ტრამპლინი შეიძლება გამოდგეს.
რას მოიტანს ეს ასპექტი უახლოეს ორ-სამ დღეში:
სტრატეგიული ხედვა - ემოციები უკან იხევს და პრობლემის რეალურ მიზეზებს ბევრად მკაფიოდ ვხედავთ.
გავლენა და კავშირები - მშვილდოსანი-მერწყულის სინთეზი ხელს უწყობს კარგი თანამოაზრეების პოვნას, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებსა და ახალი იდეების გაჩენას.
განახლება და ძველის დასრულება - ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ მოძველებული საქმეები, შიშები ან ტოქსიკური კავშირები ზედმეტი დრამის გარეშე წარსულში დავტოვოთ.
კრიზისიდან გამოსავალი - იქ, სადაც ადრე ჩიხი ჩანდა, ახლა შეიძლება სრულიად ახალი, არასტანდარტული გზა გამოჩნდეს.
ვისთვის იქნება ყველაზე სასიკეთო:
განსაკუთრებით იგრძნობენ მშვილდოსანი, მერწყული, ვერძი და სასწორი (კონკრეტულად კი ისინი, ვისაც ამ ნიშნების 1°-6° ზონაში მზე, მთვარე, რომელიმე პლანეტა, ASC ან MC აქვს). ლომისა და ტყუპის პირველი დეკადისთვის კი ეს ასპექტი დაძაბულობის ხარჯზე სწორი გამოსავლის პოვნის შანსს იძლევა. დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებიით ნეიტრალურია.
გაითვალისწინეთ: ეს სექსტილია, რომელიც შესაძლებლობის კარს გაღებაზე მიანიშნებს, მაგრამ შიგნით შესვლას გაბედულება სჭირდება.
ასე რომ, ნუ დაელოდებით - გამოავლინეთ ინიციატივა, იმოქმედეთ, ისაუბრეთ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე და გამოიყენეთ ეს ენერგია წინსვლისთვის“, - წერს რამაზ გიგაური.