თმის შეჭრის სარფიანი დღეები მაისში - „თუნდაც 1-2 სანტიმეტრით შეჭრით ფულადი კეთილდღეობის არხს ვხსნით"

თმის შეჭრა

ფენ-შუის სპეციალისტი, თამო შავლიაშვილი მაისის იმ თარიღებს გვიზიარებს, როცა თმის შეჭრა ყველაზე კარგია. 

„მაისის სარფიანი თმის შეჭრის დღეები  
  7, 19, 31 მაისი
ასეთ დღეებში თმის თუნდაც 1-2 სანტიმეტრით შეჭრით ფულადი კეთილდღეობის არხს ვხსნით
 კარგია განსაკუთრებული მანტრების და აფირმაციების წაკითხვა კეთილდღეობასა და აყვავებაზე. ეს ყველაფერი ფულად თმის შეჭრას უფრო ეფექტურს და მიზანმიმართულს გახდის.
 მანტრა:
ომ შრი განეშაია ნამაჰ
ასევე თქვენი საყვარელი აფირმაციები, ან ასეთი:
  ჩემი შემოსავალი მუდმივად იზრდება!
  მე ყოველთვის მაქვს ფული!
  მე ადვილად და სიხარულით ვღებულობ ფულს!
გვახსოვს, რომ საკუთარი ხელით თმას არ ვიჭრით!
ჩაინიშნეთ სალონში ვიზიტი და გაიპრანჭეთ,",- წერს შავლიაშვილი.