გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

გოგა მანია

ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანია, „პრაიმტაიმს“ ახალ წინასწარმეტყველებაზე ექსკლუზიურად ესაუბრება.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ამიტომ ის ყოველთვის იქნება დაცული, რადგან ენერგეტიკულად არის მაღალ ველზე. თუმცა არის რაღაცები, რასაც ვერ გავექცევით და უნდა გავუფრთხილდეთ.

იქნება პატარ-პატარა ნგრევები, მსოფლიო მასშტაბით ომი, რუსეთ-უკრაინამ რა შეთანხმებასაც არ უნდა მიაღწიოს, ეს ომი მაინც გაგრძელდება.

საქართველოს ბევრი რამ ნაკლებად შეეხება, თუმცა არის ახალი ვირუსი, რომელიც აუცილებლად გავრცელდება, ეს კორონავირუსის ახალი ვერსიაა, საკმაოდ ძლიერი და მძიმე.

სამწუხაროა, მაგრამ ქართველ მსახიობს დავკარგავთ, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს, ის სერიალ ცხელ ძაღლში თამაშობდა. საქართველოში ჩამოვარდება მფრინავი აპარატი“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.