სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1778237922
თბილისში, საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს.
სისხლიანი გარჩევა შარტავას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა კაცი. მკვლელობა კი ცივი იარაღით მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.