რომელ წლებში დაბადებულ ადამიანებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2027 წელს - ეზოტერიკოსი ასახელებს

ფინანსური ჰოროსკოპი

პროფესიონალი ლითოეზოთერიკოსი, ბუნებრივი ქვების ოსტატი, თამუნა იოსელიანი 2027 წლის ყველაზე იღბლიანი დაბადების წლების შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს:

2027 წლის ყველაზე იღბლიანი დაბადების წლები  

ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი პერიოდი დგება, როცა დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები იწყება. ვიღაც ახალ სიყვარულს ხვდება, ვიღაც კარიერაში წინ მიდის, ვიღაც კი სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებს.
ნუმეროლოგიურ პროგნოზში 2027 წლისთვის ეს დაბადების წლები სამ ჯგუფად არის გამოყოფილი. ნახე, შენს წელს რომელ ჯგუფში იპოვი. 

პირველი ადგილი მათთვის, ვისაც წინ დიდი გეგმები აქვს:  1971, 1974, 1977, 1980, 1983, 1986, 1989, 1992, 1995, 1998 - ამ ჯგუფის მთავარი თემაა წარმატება და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.

თუ დიდი ხანია რაღაცის დაწყება გინდა, მაგრამ სულ მიზეზებს პოულობ, რომ გადადო, იქნებ დროა, საკუთარ თავს მეტი შანსი მისცე? ახალი ნაცნობობა, საინტერესო შეთავაზება ან ერთი გაბედული ნაბიჯი შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილების დასაწყისი გახდეს.

მეორე ადგილი მათთვის, ვისაც ცვლილებები სჭირდება:  1970, 1972, 1975, 1979, 1981, 1984, 1988, 1990, 1993, 1997, 1999

ზოგჯერ კარგად ვიცით, რომ ძველებურად გაგრძელება აღარ გვინდა, მაგრამ სიახლისაც გვეშინია.

ამ წლებისთვის 2027 წლის მთავარი თემა ცვლილებებია: ახალი საქმე, კარიერული წინსვლა, საცხოვრებლის შეცვლა ან გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანია ვერ იღებ.

ნუ შეგეშინდება სიახლის. მთავარია, ცვლილებები მხოლოდ სურვილად არ დატოვო და მათთვის რეალური ნაბიჯებიც გადადგა.

მესამე ადგილი სიყვარულისა და პირადი ბედნიერებისთვის: 1973, 1976, 1978, 1982, 1985, 1987, 1991, 1994, 1996, 2000 - ამ ჯგუფის მთავარი თემაა ურთიერთობები.

ზოგისთვის ახალი ნაცნობობა შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი, ზოგისთვის კი უკვე არსებული ურთიერთობის გაღრმავების დრო დადგეს.

ზოგჯერ ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, როცა საკუთარ სურვილებს უკეთ ვიგებთ და აღარ ვთანხმდებით იმაზე, რაც არ გვაბედნიერებს“,- წერს იოსელიანი. 

 

✕