როგორი იქნება 1-7 ივნისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

ზოდიაქოს ნიშნები

ზაფხული იწყება და ეს, რა თქმა უნდა, ყველას უხარია. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავების სხვადასხვა პოზიციით განლაგების გამო, ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის ეს კვირა შედარებით რთული და მშფოთვარე იქნება. თუმცა, ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში პოზიტიური განწყობა და ოპტიმიზმი დაგეხმარებათ:

ვერძი
კვირის დასაწყისში ვერძის ნიშნის წარმომადგენლებმა შესაძლოა, უენერგიობა იგრძნონ. შეეცადეთ, დაძაბულ სიტუაციებს თავი აარიდოთ, რადგან კონფლიქტები საქმეებსა და შემოქმედებით პროცესზე უარყოფითად აისახება. ოთხშაბათი და ხუთშაბათი მოულოდნელი საქმიანი წინადადების რეალიზაციისთვის ხელსაყრელი დღეებია, დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება კი ამ დროისთვის ჯობს გადადოთ. კვირის ბოლოს გადასახადებსა და ფინანსურ ვალდებულებებს მიხედეთ. შაბათ-კვირას ყურადღება ჯანმრთელობას დაუთმეთ და შეეცადეთ, განიტვირთოთ.

კურო
კვირის დასაწყისი კუროებს უამრავ შესაძლებლობას ჰპირდება, ამიტომ შეეცადეთ, მათგან თუნდაც ერთი მაინც გამოიყენოთ. ორშაბათი წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად საუკეთესო დროა. ოთხშაბათს კი შეგიძლიათ ისეთი საკითხები მოაგვაროთ, რომლებიც მანამდე უიმედოდ გეჩვენებოდათ. ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავებაში ოპტიმიზმი და შემოქმედებითი მიდგომა დაგეხმარებათ. კვირის მეორე ნახევარში გარშემომყოფები თქვენს მხარდაჭერას სიამოვნებით შეეცდებიან, ამიტომ პასუხის გაცემა არ დაივიწყოთ. კვირის მიწურულს მოსალოდნელია თქვენი დამსახურებების აღიარება ან სასიამოვნო სიურპრიზი.

ტყუპები
 
ტყუპებისთვის ისეთი პერიოდი დგება, როდესაც საკუთარ თავზე ზრუნვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თქვენს ორგანიზმს ყური დაუგდეთ და მას ზედმეტად ნუ ტვირთავთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ. სამშაბათს გადადებული საქმეები დაასრულეთ და ვალების გასტუმრებას შეეცადეთ. კვირის შუა პერიოდში სამსახურში შესაძლოა გამოცდების წინაშე აღმოჩნდეთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა კამათში ჩაბმა. პარასკევს თქვენს მიზნებსა და პრიორიტეტებს გადახედეთ - შესაძლოა, გეგმებში ცვლილებების შეტანის დრო სწორედ ახლა დადგა.

კირჩხიბი
კირჩხიბებს ეს კვირა როგორც საქმიან, ისე პირად სფეროში ახალ და სასარგებლო ნაცნობობას მოუტანს, რაც თქვენს მომავალში დიდ როლს შეასრულებს. ამ კავშირების წყალობით, კარიერული წინსვლის ახალი პერსპექტივები ან საკუთარი პროექტის დაწყების შესაძლებლობები გაგიჩნდებათ. თქვენი შინაგანი მდგომარეობა უფრო ჰარმონიული გახდება და საკუთარ ძალებში დარწმუნდებით. კვირის ბოლოს შთამბეჭდავი მოვლენები და სასიამოვნო შეხვედრები გელით. საინტერესო ადამიანთან ურთიერთობამ კი შესაძლოა შთაგონება და პირად ცხოვრებაში ახალი პერსპექტივები მოგანიჭოთ.

ლომი
ლომებს შესაძლოა დაძაბულობა იმ სიტუაციების გამო შეექმნათ, რომლებიც მათ პირდაპირ არ ეხებათ, თუმცა განწყობაზე მაინც მოქმედებს. შეეცადეთ, აზრები მოაწესრიგოთ და ყურადღება სამსახურზე გადაიტანოთ - კოლეგების პატივისცემას სწორედ ის მოგიტანთ. კვირის შუა პერიოდი სწავლისა და ინტელექტუალური განვითარებისთვის ხელსაყრელი დროა. პარასკევს სასარგებლო კავშირების დამყარების შანსი მოგეცემათ. შაბათს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, ამიტომ ემოციების ნაცვლად საღ აზრს დაეყრდენით.

ქალწული
მამაკაცი ქალწულებისთვის კვირის დასაწყისი განსაკუთრებით წარმატებული და პროდუქტიული აღმოჩნდება. დაგროვილი საქმეების მოსაგვარებლად ეს საუკეთესო დროა. ხუთშაბათსა და პარასკევს ყურადღებით მოეკიდეთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. შაბათი დასვენების ან მისი დაგეგმვისთვის იდეალური დღეა. გამოცდილი ადამიანების რჩევებს ყური დაუგდეთ. კვირას კი დრო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობას დაუთმეთ.

სასწორი
ამ კვირაში სასწორები გარშემომყოფებისგან შესაძლოა იმედგაცრუებას წააწყდნენ. შეეცადეთ, პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. ინტრიგებსა და საეჭვო სიტუაციებს, განსაკუთრებით ორშაბათსა და ოთხშაბათს, თავი აარიდეთ. საკუთარი განცდები მხოლოდ მათ გაუზიარეთ, ვისაც სრულად ენდობით. შაბათს საკუთარი თვალსაზრისის სხვებისთვის გასაგებად მიწოდება გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. კვირას დასვენების დასაგეგმად დრო გამონახეთ და თავს სამუშაოთი ნუ გადატვირთავთ.

მორიელი
ამ კვირაში მორიელებისთვის მთავარი აქცენტი სამუშაოზე, კარიერასა და საზოგადოებრივ მდგომარეობაზე გადავა. აღიარებისკენ სწრაფვა განსაკუთრებით გაძლიერდება და ახლა არის შანსი, რომ თქვენს მიღწევებს სხვებიც შეამჩნევენ. ორშაბათმა პირად ცხოვრებაში შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზები მოგიტანოთ. ხუთშაბათსა და პარასკევს მომატებული ემოციურობაა მოსალოდნელი - შეეცადეთ, ეს ენერგია საყვარელ საქმიანობას ან საკუთარ თავზე ზრუნვას მოახმაროთ. კვირას ჯობს ყურადღება დასვენებაზე, წიგნებზე ან სეირნობაზე გადაიტანოთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის კვირის დასაწყისი შესაძლოა ემოციურად არასტაბილური აღმოჩნდეს. შეეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ - ისინი შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს. ოთხშაბათს კონფლიქტებს მოერიდეთ. საკუთარი სიმართლის დამტკიცებაზე მეტად, ურთიერთობების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია. კვირის მეორე ნახევარში ენერგიის დახარჯვის ნაცვლად, მის დაგროვებას შეეცადეთ. პარასკევს ხელიდან ნუ გაუშვებთ ხელსაყრელ შანსს ან სარფიან ნაცნობობას. შაბათ-კვირას დაწყებული საქმეები მშვიდად დაასრულეთ და ძველი დაპირებები შეასრულეთ....ვრცლად