მუზების პირველი კომენტარი „ჰაუსში“ დარჩენის შემდეგ
1770405761
ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, Abagael Bagi სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებსა და ბედნიერებაზე საუბრობს:
„ადამიანს სინამდვილეში ძალიან ცოტა სჭირდება ბედნიერებისთვის, მაგრამ ჩვენ ეს „ცოტა“ გვავიწყდება და იმ „ბევრს“ მივდევთ, რომელიც არასდროს გვყოფნის. აი, შეხედეთ: თუ გული სავსეა, ჯიბის სიცარიელე აღარ გაშინებს. მაგრამ თუ გული ცარიელია, მას ვერანაირი განძი ვერ ამოავსებს.
ნუ იქნებით გაუმაძღრები, ნუ გაეკიდებით იმას, რაც სხვებს აქვთ. ისწავლეთ იმით ტკბობა, რაც თქვენს თეფშზე დევს, რაც თქვენს ჭერქვეშ ხდება. „საკმარისი“ — ეს ძალიან ლამაზი სიტყვაა, სიმშვიდის მომტანი.
დღეს დილით უთხარით თქვენს თავს: „მე მაქვს ის, რაც მჭირდება დღევანდელი დღისთვის“. და ნახავთ, როგორი მსუბუქი გახდება ნაბიჯი.“