„კაცობრიობას ეწყება ახალი, სერიოზული ეტაპი სულიერი განვითარების, განახლებისა“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მთავარ მოვლენებზე

mikheil cagareli

მიმდინარე კვირის (16-22 მარტი) ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „იმედის დილა“ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარტის ყველაზე რთულ დღეებს გავდივართ.

კვირა დახუნძლულია ისეთი ასტროლოგიური მოვლენებით, როგორიცაა სელენას ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, სტელიუმი (გვერდიგვერდ ხვდებიან ერთმანეთს სატურნი, ნეპტუნი, მზე და მთვარე), ახალმთვარეობა, თევზების ზოდიაქოს ნიშანში, მზის ვერძის ნიშანში გადასვლა, დღეღამტოლობა და მერკურის დირექტიული მოძრაობის დაწყება. ასტროლოგი გვირჩევს, არ დავგეგმოთ ახალი, მნიშვნელოვანი საქმეები, არ ავყვეთ პროვოკაციას და შევინარჩუნოთ სიმშვიდე: „წითელი ფერით ვხვდებით ვერძის პერიოდის დაწყებას, ეს თქვენი ფერია. ეს კვირა დახუნძლულია მოვლენებით.

დედამიწა 21 რიცხვამდე უარყოფით ენერგოველშია. მარტის პერიოდში ყველაზე რთული რამდენიმე დღე გვაქვს. ყველას ექნება გარკვეული წინაღობები. დღეს, 16 მარტს სელენა (თეთრი მთვარე) 7 თვით გადაინაცვლებს ქალწულში, ეს ნიშნავს, რომ ქალწულებს გამართლება ექნებათ უფრო მეტი, ასევე მიწის ყველა ნიშანს. სელენა ყველა ნიშნისგან მოითხოვს ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, დისციპლინას, მოთმინებას, ნებისყოფა, სისუფთავე. ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი დაიწყება. კოლეგებთან ურთიერთობისთვის, სწავლისთვის, მასმედიისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება.

გეომაგნიტური დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, კვირა.