ილუზიების მსხვრევა და ახალი შანსები: რას გვიმზადებს 30 ივნისის უმნიშვნელოვანესი სავსემთვარეობა

სავსემთვარეობა

წინ ასტროლოგიურად უმნიშვნელოვანესი და საკმაოდ დატვირთული დღეები გველოდება. ასტროლოგიური გვერდი
AstroBlog SkyLight საინტერესო პროგნოზს აქვეყნებს და მკითხველს აფრთხილებს, რომ 30 ივნისს, თბილისის დროით 03:58 საათზე, თხის რქის მე-9 გრადუსზე სავსემთვარეობა გველოდება, რომელიც ცხოვრებისეულ კორექტივებსა და სერიოზულ გამოწვევებს გვპირდება.

ასტროლოგების თქმით, ახლა ილუზიების დრო არ არის - ეს პერიოდი გვაიძულებს, რეალობას თვალი გავუსწოროთ. თხის რქა დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და მყარი სტრუქტურის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, სავსე მთვარე ამ ნიშანში გვიბიძგებს, გადავხედოთ განვლილ გზას, შევაფასოთ მიღწევები და მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მიუხედავად იმისა, რომ მზე კირჩხიბშია და უფრო ოჯახური გარემო თუ
შინაგანი ემოციები გვიზიდავს, თხის რქა გვახსენებს: ოცნებები კარგია, მაგრამ მათ განხორციელებას კონკრეტული მოქმედებები სჭირდება. მთავარი სათქმელი მარტივია - რასაც დათესავ დღეს,
ხვალ იმას მოიმკი!

ოთხი უმნიშვნელოვანესი კითხვა საკუთარ თავს

როგორც AstroBlog SkyLight აღნიშნავს, იანვარში დაწყებული საქმეები ახლა პირველ ნაყოფს გამოიღებს. მომდევნო ორი კვირა მკაფიოდ აჩვენებს, რა გავაკეთეთ სწორად და რა საჭიროებს კორექტირებას. ვიღაცისთვის ეს პროექტის დასასრული იქნება, ვიღაცისთვის კარიერული ნახტომი, ზოგისთვის კი - ურთიერთობების ახალი ეტაპი.
ამ პერიოდში სამყარო თითქოს გვიბიძგებს, საკუთარი თავის წინაშე ოთხი უმნიშვნელოვანესი კითხვა დავსვათ:

წლის დასაწყისში დასახული მიზნებიდან რა ეტაპზე
ვართ?

ვხედავთ თუ არა რეალურ შედეგებს?

რისი შეცვლაა აუცილებელი?

ხომ არ დადგა სრულიად ახალი მიმართულების
არჩევის დრო?

ხიდი წარსულსა და მომავალს შორის: რეტროგრადული მერკური და იუპიტერი ლომში

სავსემთვარეობის პარალელურად, 30 ივნისს მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ხოლო იუპიტერი ლომის
ნიშანში გადადის, რაც ნამდვილ ხიდს ქმნის წარსულსა და მომავალს შორის.

მერკურის რეტროგრადული ფაზა იდეალურია იმისთვის, რომ უკან გავიხედოთ, დავასრულოთ მიტოვებული საქმეები, ძველი შეთანხმებები და არშემდგარი საუბრები. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებს, ხელშეკრულებებს, ფინანსურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.
გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან შესაძლოა ძველმა თემებმა ხელახლა შეგახსენოთ თავი, თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ მათში საბოლოო წერტილი დასვათ.

პარალელურად, იუპიტერის ენერგიები წარმატებისა და განვითარების სრულიად ახალ პერსპექტივებს გვიხსნის. ეს
პლანეტა გვასწავლის გამბედაობას, ლიდერობას, შემოქმედებით თვითგამოხატვასა და საკუთარი ნიჭის თამამად წარმოჩენას. აღსანიშნავია, რომ იუპიტერის ლომში გადასვლა 12 წელიწადში ერთხელ ხდება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უნიკალურ შანსს მოგცემთ საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის.

ტაუ-კვადრატი და ნეპტუნის გავლენა - როგორ ავიცილოთ თავიდან კრიზისი?

ამ სავსემთვარეობისას ყალიბდება საკმაოდ დაძაბული ასტროლოგიური კონფიგურაცია ტაუ-კვადრატი, რომლის
მწვერვალზეც ნეპტუნი მოექცევა. ეს პლანეტა ხშირად ამსხვრევს ილუზიებს, გვართმევს ცრუ საყრდენებს და გვაიძულებს დავინახოთ ის, რასაც დიდხანს ვემალებოდით. მომდევნო ორი
კვირის განმავლობაში შესაძლოა ბევრს დაენგრეს ცრუ წარმოდგენები საკუთარ თავზე, ურთიერთობებსა თუ გეგმებზე. თუმცა, ნეპტუნს მხოლოდ დამანგრეველი როლი როდი აქვს - ის ამავდროულად პოზიტიური ასპექტის, ე.წ. ტრაპეციის ნაწილიცაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ ძველ ილუზიებს ვემშვიდობებით,
სამყარო პარალელურად ახალ, ინტუიციურ მიმართულებაზე მიგვანიშნებს. ერთი კარი შეიძლება დაიხუროს, მაგრამ მეორე აუცილებლად გაიღება.

პრაქტიკული რეკომენდაციები:

არ შეგეშინდეთ ცვლილებების ან საკუთარი შეხედულებების შეცვლის.

თავი შეიკავეთ ნაჩქარევი დასკვნებისგან - არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც მოისმენთ.

ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა შიში ან დაბნეულობა გმართავთ.

აუცილებლად გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტი თუ დაპირება და მზად იყავით გეგმების კორექტირებისთვის.

თუ ამ ორ კვირას გაცნობიერებულად გაივლით, სიმართლეს თვალს გაუსწორებთ და წარსულის ილუზიებს არ ჩაებღაუჭებით, 30 ივნისის სავსემთვარეობა შეიძლება გახდეს ის პირველი, გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც მომავალში წარმატებისა და სიუხვის სრულიად ახალ ეტაპზე გადაგიყვანთ.