„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა გიორგი სარაჯიშვილის საქმე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა გოგი წულაიას. სარაჯიშვილი 1 500 ლარით დაჯარიმდა.
შსს წარმომადგენელი აცხადებს, რომ დამნაშავეს სახდელის სახით შეეფარდა 1500 ლარი.
„გიორგი სარაჯიშვილის მიმართ სამართალდარღვევის საქმე შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რადგან მან საჯარო სივრცეში, კონკრეტულად ფეისბუქზე, შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ გიორგი წულაიას, აღნიშნული ფაქტი დაიდენტიფიცირდა შსს-ს შესაბამისი სამსახურის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და, სახდელის სახით, შეეფარდა 1 500 ლარი,“ - აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი.
დღესვე, სასამართლომ, კიდევ ერთ საქმეზე, 3 000 ლარით დააჯარიმა თამარ გიორგაძე. გიორგაძემ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლოებში, ამ ეტაპზე, 100-მდე საქმე განიხილება.