ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ მისი პარტია არჩევნებში თუ გაიმარჯვებს და თავად გერმანიის კანცლერი გახდება, რუსეთთან ურთიერთობებს აღადგენს.
მისი თქმით, ეკონომიკის გასაძლიერებლად გერმანიამ რუსული ნავთობისა და გაზის ბოიკოტი უნდა შეწყვიტოს.
„რუსეთიდან იაფი ენერგია „დამზადებულია გერმანიაში“ წარმატების საიდუმლო იყო. ჩვენ ის უკან გვჭირდება. ამ ენერგიის დაკარგვამ წლებით უკან დაგვხია. ასობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. ამან შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულები გაგვხადა, რომელიც ენერგიას გაცილებით მაღალ ფასად ყიდის“, – განაცხადა მან.
ვაიდელმა ასევე აღნიშნა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მომდევნო თვეებში ორ ადგილობრივ არჩევნებში – საქსონია-ანჰალტსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში შეძლებს გამარჯვებას, რაც 2029 წლისთვის დაგეგმილ ეროვნულ არჩევნებში გამარჯვებისა და გერმანიის კანცლერის თანამდებობის დაკავების საწინდარი იქნება.
„საქსონია-ანჰალტი და მეკლენბურგ-წინა პომერანია გადამწყვეტი ეტაპებია. საქსონია-ანჰალტში თუ გავიმარჯვებთ, მას მეკლენბურგ-წინა პომერანიაც მოჰყვება. მე ვხედავ AfD-ს კანცელარიაში ან შემდეგ არჩევნებამდე, ან მათ შემდეგ“, – განაცხადა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ალის ვაიდელმა.