„არასოდეს და არავის მისცეთ ხელში ეს 3 ნივთი" - ეზოტერიკოსის გაფრთხილება

ბეჭდები

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი ასახელებს 3 ნივთს, რომელიც არასოდეს არავის არ უნდა მისცეთ ხელში.

„არასოდეს და არავის მისცეთ ხელში ეს 3 ნივთი:

ჯვარნაწერი ბეჭედი

მოსასინჯადაც კი არ გაატანოთ. ეს არის თქვენი ენერგიის და ბედის სიმბოლო, სხვა ადამიანს შეუძლია „წაიღოს“ თქვენი იღბალი და ბედნიერება.

საფულე

საფულე = თქვენი ფინანსური არხი.
თუ ვინმე ხელში დაიჭერს, შეიძლება თქვენი ფულის ენერგია შეასუსტოს და ფინანსური წარმატებაც თან გაიყოლოს.

პირადი სავარცხელი

სავარცხელი პირდაპირ უკავშირდება თქვენს ენერგიასა და ჯანმრთელობას.
როდესაც თმას ივარცხნით - ივსებით ძალით და ენერგიით.
თუ მას სხვას აძლევთ, თითქოს საკუთარ ენერგიასაც და ჯამრთელობასაც სხვებს უნაწილებთ.