ანზორ ოდიშარიამ „ექსტრასენსთა ბრძოლაში“ ამოიცნო ქალი, რომელიც სხვებს ქმრებს ართმევდა - როგორ მოახერხა ეს ეზოთერიკოსმა

anzor odisharia

ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია ექსტრასენსთა ბრძოლაში მონაწილეობს.

„ჩემს ნიჭს შეიძლება მაგია ეწოდოს. მე მაგიით ვცხოვრობ...“, - ამბობს ანზორ ოდიშარია გადაცემის პირველ ეპიზოდში.

როგორც ცნობილი ხდება, მანამდე ოდიშარია ესტონეთის ექსტრასენსთა ბრძოლის გამარჯვებული იყო.

ამჯერად ქართველმა ექსტრასენსმა მესამე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც პირობითად „შავი ქვრივი“ ერქვა. ოდიშარიას განმარტებით, „შავი ქვრივი ეს არის ქალი, რომელსაც შეუძლია თავისი ენერგიით გაანადგუროს მამაკაცი“. 

მესამე ეპიზოდის დავალება - მაგიდასთან მჯდომი 6 ქალიდან ოდიშარიას უნდა ამოეცნო ქალი, რომელიც თავის თავს „შავ ქვრივად“ მიიჩნევს. ეზოთერიკოსმა ამოცნობის პროცესი ქართული ლოცვით დაიწყო და დავალება წარმატებით შეასრულა.