გარდაბანში ქმრის მიერ მოკლული გოგოს ვინაობა ცნობილია
1770309884
ნუმეროლოგების აზრით, ადამიანის დაბადების თვე მის ბედსა და ფინანსურ კეთილდღეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მათი თქმით, ზოგიერთი ადამიანი, სწორედ დაბადების თვის მიხედვით, ფულს მაგნიტივით იზიდავს, აქვს სხვებზე მეტი გამჭრიახობა და შესანიშნავი ალღო, რომ სასარგებლო შეთავაზებები ამოიცნოს:
ოქტომბერი
ოქტომბერში დაბადებულები სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანები არიან. ისინი მოვლენებს იმაზე მასშტაბურად ხედავენ, ვიდრე შეიძლება, ეს ერთი შეხედვით ჩანდეს. მათ შეუძლიათ, ყველაფერი მშვიდად აწონ-დაწონონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. მკაფიო გეგმის გარეშე, აჩქარებას არ აპირებენ. რაციონალურ მიდგომას კი ფინანსური წარმატება მოაქვს.
ოქტომბერში დაბადებული ადამიანები ბუნებით დიპლომატები არიან; ისინი ადვილად ინარჩუნებენ ბალანსს და ემოციებს გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას არ აძლევენ. ანალიტიკური უნარებით გამოირჩევიან და შეუძლიათ, დოკუმენტებში ყველაზე მცირე დეტალებიც კი აღმოაჩინონ და სასარგებლოდ გამოიყენონ. კრიტიკულად აზროვნებენ და ხშირად აღმოჩნდება, რომ სხვებზე რამდენიმე ნაბიჯით წინ არიან.
ივლისი
ივლისში დაბადებულ ადამიანებს ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვთ, რაც ხშირად მათთვის ფინანსური წარმატების საწინდარი ხდება. შესანიშნავად გრძნობენ, როდისაა წინსვლის და როდის უკან დახევის დრო. ამიტომ, საკუთარ არჩევანში შეცდომებს იშვიათად უშვებენ.
ივლისში დაბადებულებს ადამიანების ,,წაკითხვის“ უნარი აქვთ. ამიტომ, მოლაპარაკებების დროს ყოველთვის კარგად არიან მომზადებულები, პარტნიორობა და თანამშრომლობაც კარგად გამოსდით. ნდობას მარტივად მოიპოვებენ, რაც მათ დიდ შესაძლებლობებს აძლევს. კომუნიკაციის შესანიშნავი უნარისა და წინდახედულობის წყალობით, ივლისში დაბადებული ადამიანები ფინანსურ წარმატებას ხშირად აღწევენ.
მარტი
მარტში დაბადებულ ადამიანებს აქვთ იშვიათი ნიჭი, შეამჩნიონ შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები ქაოსს ხედავენ. ისინი ადვილად აქცევენ იდეებს რეალობად და ხშირად რისკზეც მიდიან. მიზანს თითქმის ყოველთვის აღწევენ. კრეატიულობის, თავდაჯერებულობის, საკითხებისადმი არასტანდარტული მიდგომების დახმარებით, აღნიშნულ თვეში დაბადებული ადამიანები ყურადღებას ყოველთვის იპყრობენ.
ისინი ჩარჩოებს არ ცნობენ. მათი ძლიერი მხარეა ისეთი რაღაცების გამოგონება, რაც ჯერ არ არსებობს. ამ ადამიანების მთავარი უპირატესობა გამბედაობაა მაშინ, როდესაც სხვები ყოყმანობენ. მათ ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის შესანიშნავი უნარი აქვთ...ვრცლად