12:23
21 მაი 7:16
დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობააწყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება.
11 ივნ 20:20
11 ივნ 19:42
20 მაი 20:37
კრედიტის ლიმიტი 200 000 ლარამდე იზრდება - დეტალები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი ორმაგდება.კერძოდ, ამოქმედდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროსესხების ლიმიტი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა, როცა ის 50 ათასიდან, 100 ათას ლარამდე გაიზარდა.საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთა საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს.აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის. რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მისოების საპროცენტო შემოსავლები 31 მილიონი ლარით, 463 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წინა წელთან შედარებით 134 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს მაჩვენებელი კი 8 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მოგებასთან შედარებით.
სხვა სიახლეები
სპორტი • 14 წუთის წინ
VIDEO: „ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ...“ - რას წერს ნინა დრამა საქართველოზე და ქართველებზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა. დვალიშვილი საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში იმყოფება ცნობილი ჟურნალისტი ნინა დრამა, რომელიც UFC-ის პრომოუტერია. იგი MMA-ს შესახებ გასართობ კონტენტს ქმნის. ამჯერად ნინა დრამა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელზედაც საქართველოზე წერს:„უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მშვენიერ ხალხს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ გაშლილი ხელებით მიმიღეს თავიანთ ქვეყანაში. ამდენი სიყვარული და პოზიტივი არასდროს განმიცდია! ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ“, - წერს ნინა დრამა. View this post on Instagram A post shared by NINA DRAMA (@ninamariedaniele)
შემთხვევა • 23 წუთის წინ
გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 2.„აჭარის ტელევიზია“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, დაღუპულების ცხედრები კი პროზექტურაშია გადასვენებული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები
ასტროლოგია • 25 წუთის წინ
15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძისავარაუდოა დატვირთული დღე სამუშაო ან პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეცადე, სწრაფი რეაქცია შეცვალო გააზრებული მოქმედებით.კუროშესაძლოა, მოულოდნელად გაიხსნას ფინანსური შესაძლებლობა. სასურველია, არ იჩქარო გადაწყვეტილების მიღებისას.ტყუპიკომუნიკაციაში ყურადღება მიაქციე დეტალებს – არასწორად გაგებული ფრაზა შესაძლოა დაძაბულობას გამოიწვიოს. მოერიდე ზედმეტად მკვეთრ შეფასებებს.კირჩხიბიგრძნობები ინტენსიური ხდება. თუ ემოციური ფონი გეღობება, მიეცი თავს დრო. კარგი დღეა სიღრმისეული ფიქრისა და შინაგანი სიმშვიდის ძიებისთვის.ლომიშეიძლება წამოიჭრას გუნდურ საკითხებში უთანხმოება. ეცადე ლიდერობა გამოხატო რბილად და მოუსმინო სხვებს.ქალწულიდღე კონცენტრაციას და ორგანიზებას მოითხოვს. შეეცადე, არ დახარჯო დრო უმნიშვნელო საქმეებზე – დაგეგმვა დღეს გადაგარჩენს.სასწორიკარგი დღეა სწავლისთვის, შემოქმედებითი პროცესებისთვის და ახალი იდეების ჩამოყალიბებისთვის. იფიქრე გრძელვადიან მიზნებზე.მორიელიშეიძლება თავი შეგახსენოს ძველმა ემოციებმა ან ადამიანებმა. საჭირო იქნება სიტუაციის დამუშავება. კარგი დროა თვითანალიზისთვის.მშვილდოსანისავარაუდოა, მნიშვნელოვანი საუბრები ურთიერთობებში. პირდაპირობა კარგია, მაგრამ ეცადე, ტონი რბილი და კონსტრუქციული იყოს.თხის რქაშეიძლება გეგმა შეიცვალოს, მაგრამ არ დაკარგო ფოკუსი. მოქნილობა დღეს შენი ძლიერი მხარეა.მერწყულიდღე შეიძლება მოულოდნელი შემოთავაზებებით დაიწყოს. ნუ გამორიცხავ არაფერს წინასწარ – პატარა ნაბიჯები დიდი ცვლილებებისკენ მიგიყვანს.თევზებიინტუიცია აქტიურ ფაზაშია. მოისმინე საკუთარი შიდა ხმა და დაასვენე თავი იმაზე, რაც აღარ გემსახურება. კარგი დღეა მედიტაციისა და სიმშვიდისთვის.
მსოფლიო • 18:29
ვანდალიზმი მუზეუმში - ვერონაში ტურისტი "ვან გოგის" სკამზე დაჯდა, გატეხა და გაიქცა
იტალიურ მუზეუმში ტურისტი "ვან გოგის" სკამზე დაჯდა და გატეხა.თავიდან, სტუმარმა ფოტოს გადასაღებად სკამზე დაჯდომის იმიტაცია გააკეთა, მაგრამ შემდეგ რეალურად გადაწყვიტა მასზე დამჯდარიყო. შემთხვევის შედეგად სკამი გატყდა, რის შემდეგაც მამაკაცი და მისი მეწყვილე სწრაფად გავიდნენ ოთახიდან. ფაქტის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერამ გადაიღო.ათასობით სვაროვსკის კრისტალით დაფარული სკამი, ვერონაში, პალაცო მაფეიში იყო გამოფენილი. ნამუშევრის ავტორი იტალიელი მხატვარი ნიკოლა ბოლაა. მის ნამუშევარს "ვან გოგის" სკამს უწოდებდნენ, რადგან ის ლეგენდარული მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის სკამს წააგავს. მუზეუმმა ის უაღრესად ნატიფ ნამუშევრად შეაფასა.
მსოფლიო • 18:26
პასუხის პასუხი - ცეცხლის ალში გახვეული იერუსალიმი და თელ-ავივი, ირანმა შურისძიების დროშის ქვეშ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმა დაიწყო. მთავარი მიზანი "ცაჰალის" სრულ განადგურებაა.სანამ აიათოლა ალი ხამენეი ისრაელის განადგურებაზე ფიქრობს, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისლამურ სახელმწიფოს გარედან და შიგნიდან უტევს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანელ ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდებს. "ცაჰალი" ირანს კონკრეტულ მესიჯს უგზავნის. თუ ისრაელის რომელიმე ქალაქზე სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება, თეირანი ბოლომდე დაიფერფლება.თეირანი, თავრიზი, ქუმსი, ქერმანშაჰი, შირაზი, ხორმაბადი. 70-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და ორსაათნახევრის განმავლობაში თეირანის თავზე ფრენა. ისრაელის საჰაერო ძალებმა ყველა დანიშნულების წერტილამდე სრული სიზუსტით უმოკლეს დროში მიაღწია. განადგურებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო ცენტრები, რომლებიც ურანის გამდიდრებაზე მუშაობდნენ, ლიკვიდირებულია გენერალიტეტი და მეცნიერთა ნაწილი.ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებაზე იმსჯელეს გაეროში. უშიშროების საბჭოს სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. მომხდარზე პასუხისმგებლობას ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აკისრებს.დაპირისპირება მწვავდება, არცერთი მხარე უკან დახევას არ აპირებს. მეტიც, ისლამური სახელმწიფო პირობას დებს, რომ თუ დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი ისრაელის დაცვას შეეცდებიან - ახლო აღმოსავლეთი მათ სამხედრო ბაზებს გაანადგურებს.იერუსალიმსა და თეირანს შორის შეიარაღებული თავდასხმები გუშინ, მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია "აღმავალი ლომი" დაიწყო და ირანის კრიტიკულ ბაზებს შეუტია, რასაც საპასუხო იერიშები მოჰყვა, ორივე მხარეს არის ასობით დაშავებული. ირანმა ორდღიან კონფლიქტში 70-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა, მსხვერპლია ისრაელშიც, სადაც ბოლო მონაცემებით 3 ადამიანი დაიღუპა.